2021 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 88.4 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 70.5 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება რუსეთი – 31.9 მლნ აშშ დოლარით (25.4 პროცენტი), ხოლო მესამეზე თურქეთი – 24.5 აშშ დოლარით (19.5 პროცენტი).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის 1-ელ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 93.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 74.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი – 35.5 მლნ აშშ დოლარით (28.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.9 მლნ აშშ დოლარით (22.2 პროცენტი).