შესწავლილი 3671 ამომრჩევლიდან 12% იყო გარდაცვლილი- “მკვდარი სულები” 2020 წლის არჩევნებში

2020 საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ქართულმა ოცნებამ მთელი რიგი მანიპულაციებით უსამართლო გამარჯვება ჩაიწერა – ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი ინსტიტუტის” წარმომადგენლები ავრცელებენ.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, გაარკვიეს, რომ მანიპულაციების ერთი მეთოდი ე.წ. მკვდარი სულები იყვნენ. აღმოჩნდა, რომ რეგისტრირებული ამომრჩევლის 25%-ის შესახებ ხელისუფლება გადაჭრით ვერ ამბობს ცოცხლები არიან თუ არა ისინი.

ათასობით მკვდარი სული საარჩევნო სიებში ისნის საოლქო კომისიის ყოფილმა წევრებმა იპოვეს, რომლებმაც მონაცემები ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვეს, დაამუშავეს და საგანგაშო დასკვნამდეც მივიდნენ.

დღესვე მათ, ე.წ. ალტერნატიული ცესკო-ს დაფუძნების შესახებ გააკეთეს განცხადება.

“რაიონული თვითმმართველობების ერთეულებს გამოვართვით საარჩევნო სია. 1930 წელზე ადრე ვინც იყვნენ დაბადებული, ანუ 90 წლის და 90 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები. მივწერეთ 53 მუნიციპალიტეტს, სამწუხაროდ, მხოლოდ 23 გვიპასუხა… შესწავლილი იყო 3671 ამომრჩეველი, 443 მათგანი, ანუ 12% იყო გარდაცვლილი”,- თქვა “საზოგადოებრივი ინიციატივის” დამფუძნებელმა აკაკი კობალაძემ.

“საზოგადოებრივი ინსტიტუტის” წარმომადგენლები ყველა მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციას მოუწოდებენ, რომ მომავალ არჩევნებში გაერთიანდნენ და დააკვირდნენ თვითმმართველობის არჩევნებს. მათი თქმით, აპირებენ, რომ ცესკოს სიების გასწორების მოთხოვნით მიმართონ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share