“გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ” – ნიკა მელია პარლამენტში მივიდა

კონკრეტული საკითხები, რომელიც არის მნიშვნელოვანი, იმ საკითხებში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ – განაცხადა ნიკა მელიამ პარლამენტში.

ენმ-ს თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ მივიდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია გეგმავს თუ არა იმ მიმართვის გაკეთებას, რომლის საშუალებაც გუშინ არ მიეცა.

“ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩავთვალეთ საჭიროდ რომ არის მისაღები და სხვა პარტიებმა, დიდი პატივისცემით, მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჩათვალეს. გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ” – ამბობს ნიკა მელია.

პარლამენტში ახლა ამნისტიის კანონპროექტის “ოცნებისეული” ვერსიის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share