“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პირდაპირ ეთერში, ოპოზიციის ლიდერების მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას აქვეყნებს – “ჩვენი საარჩევნო სუბიექტი, არ აღიარებს ლეგიტიმურად 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და მოქმედი საარცევნო კომისიის და არსებული შედეგების პირობებში, არ მიიღებს მონაწილეობას მეორე ტურებში და უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე” – ამ შეთანხმებას გადაცემაში მონაწილე ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა მოაწერა ხელი.
აქვე, ნიკა გვარამია, თავის სტატუსში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ციტირებს:
“მე არ მინდა არც ერთი თანამდებობა, მე ვემხრობი ოპოზიციურ ერთობას და ყველას ერთიანობას, ვინც ბიძინას წინააღმდეგ ხმები მიიღო. ამ ბრძოლაში ჩამოვალ მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლით, დაგეხმარებით იმით, რითიც საჭიროდ ჩათვლით (c) მიშა სააკაშვილი
სასაცილოა, როცა ნიკა მელიასგან იცავ მიშა სააკაშვილს, და სამარცხვინოა, როცა ყველას ლუზერს ეძახი და არაფრის მაქნისს, და ჩვენი ყველას ერთობლივ ბრძოლას მონსტრის წინააღმდეგ წინასწარ განწირულად აცხადებ და იმედგაცრუებას თესავ. თან, რატომღაც (?) საზოგადოებას არწმუნებ, რომ თურმე, ოპოზიციურ ერთობაში ვინმე სააკაშვილის ჩამოსვლის წინააღმდეგია. ამ დროს, არ არის, და ან ვის აქვს უფლება, პოლიტიკური დევნილს სამშობლოში დაბრუნება აუკრძალოს?!
ასეა ეს. და მთავარი არც სახელები და გვარებია, არც პარტიების სახელწოდებებია. მთავარია ერთობა” წერს ნიკა გვარამია
შეაგახსენბთ, ოპოზიცია საარჩევნო შედეგბს აპროტესტებს და მანდატებზე ისინი უარს ამბობენ, ხოლო პირდაპირ ეთერში, მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავისი ხელმოწერით ეს პირობა.
პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ საპარალამენტო მანდატებზეარიან: “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “ევროპულმა საქართველომ”, “ლელომ” და “ლეიბორისტულმა პარტიამ” .
პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს “პატრიოტთა ალიანსიც”.
აღსანიშნავია, რომ “სამართლიანი არჩევნების” ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% აიღო და არა 48 როგორც ამას ცესკო ამბობს.
აქვე შეგახსენბთ, რომ კვირას, 8 ნოემბერს ოპოზიცია გეგმავს მასშტაბურ აქციას, სადაც კიდევ ერთხელ არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ.