ბერაძე ენმ-ის დეპუტატს: ახალი ბრძანდებით, დაფიქრდით, მიკროფონთან რას ლაპარაკობთ

ოცნები დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ენმ-ის დეპუტატს მიმართა, უთხრა, რომ უნდა დაფიქრდეს, მიკროფონთან რას ლაპარაკობს.

“მაპატიეთ, მე თქვენ არ გიცნობთ, ახალი ბრძანდებით, ქალბატონი გამოვიდა ჩემმადე და კომპრომატებზე ისაუბრა. უხერხულია, აი, ამ ენით რომ ვსაუბრობთ — კომპრომატები, შანტაჟი. ძალიან გთხოვთ, იყავით კონკრეტულები და თქვით, ვიზე გაქვთ კომპრომატები, ვინ ვის აშანტაჟებს და ნაციონალური მოძრაობის პარტიის წარმომადგენელი რომ ამ ლექსიკონით საუბრობთ, ცოტა უხეხრულია. თქვენ ახალი ბრძანდებით, დაფიქრდით, მიკროფონთან რასაც ლაპარაკობთ. თქვენ გიყურებთ საქართველოს მოსახლეობა”, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ თუ კომპრომატებზე იქნება საუბარი, ქართულ ოცნებასაც შეუძლია, ენმ-ს კონკრეტული კომპრომატები მოუძებნოს.

https://metronome.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: