“მე ვიცი, რომ ქართულ ოცნებას ახლა ცოტა ისეთი დღეები გაქვთ, ტროცკისტულ-გახარიასტული ამბოხი გაქვთ ჩასაქრობი, გასაგებია ეს, გითანაგრძნობთ, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის გადამრჩენელები. 24 საუკუნის წინ ქუჯი ერისთავმა და ფარნავაზმა რომ ქართული პროექტი დადეს, დადეს იმიტომ, რომ მერე თქვენ მოსულიყავით 24 საუკუნის შემდეგ ხელისუფლებაში, მესმის, ოქროს ვარსკვლავები ხართ. ვიცი, რომ ჭეშმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული, გასაგებია, მაგრამ ერთი მთავარი შეკითხვა მაქვს თქვენთან – როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში?! პასუხს თუ მივიღებთ, მე გაძლევთ პირობას, რომ ამას [ამნისტიის პროექტს] მხარს დავუჭერ.” – განაცხადა ენმ – ძალა ერთობაშიასდეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ამნისტიის კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.
მსგავსი სტატიები:
ავთანდილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა
ელისო ბოლქვაძე უმრავლესობის სხდომაზე შესვლამდე, ბერას სიმღერას დემონსტრაციულად უსმენდა
მამუკა მდინარაძე – IRI-ის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და თავისუფალი იყო
ფარული ჩანაწერები-რას პასუხობს მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს
“ძალიან საინტერესო ცხოვრება არ გამოდის სულიერებისა და ხელოვნების გარეშე”
მომდევნო 3 წელიწადში მთავრობა და კერძო სექტორი 2 მილიარდ ნახევარს დავხარჯავთ ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით
“ოპოზიციურ არხებს უყურებ და თავი მსოფლიოს ბოლო დღეებში მოგეჩვენება,აპოკალიფსია პირდაპირ”
ჭანუყვაძე VS სიორიძე _ იყო თუ არა ხელჩართული ჩხუბი „ოცნების“ ოფისში
