პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატ, მიხეილ ყაველაშვილსა და ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს შორის დაპირისპირება იყო. ყაველაშვილმა სანიკიძე 20 ივნისის ღამეს პარლამენტში შემოჭრასა და დაუმორჩილებლობის ორგანიზებაში დაადანაშაულა.
“მე აქ ვიყავი ძვირფასო “ნაციონალური მოძრაობის” წევრებო, ზემოდან გიყურებდით და შანსი არ უნდა გაგეშვათ, ესეთი საუბარი იყო, ბატონო გუბაზ, თქვენც იქ ბრძანდებოდით, როცა ერთმანეთში საუბარი გქონდათ რომ ეს ამდენი გულწრფელად ძირითადი ნაწილი განაწყენებული ადამიანების დიდი ნაწილი სახლში არ გაგეშვათ და როგორმე სწორედ პარლამენტში შემოჭრით გადაწყვიტეთ”, – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.
სწორედ ამ ბრალდებამ გამოიწვია სანიკიძის გაბრაზება რასაც მან რეპლიკით უპასუხა.
“დაწყნარდი შენ ეხლა ვერც შენი მასით და ვერც შენი ყვირილით ვერ შემაშინებ”, – უთხრა ყაველაშვილმა სანიკიძეს.
მოგვიანებით დაპირისპირებაში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. ყაველაშვილმა მოგვიანებით თქვა, რომ აღელდა რის გამოც კოლეგებს და საზოგადოებას ბოდიში მოუხდა.