ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია

სარბიელი აგრძელებს ტრადიციულ გამოკითხვას და წლის საუკეთესო ფეხბურთელს აჯილდოვებს. ამჯერად, რიგით მე-19 გამოკითხვის დრო დადგა და ჩვენი ქვეუნის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ გამოკითხვაში სარეკორდოდ ბევრი, 81 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა, რომლებმაც 2020-21 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და საუკეთესო დებიუტანტი დაასახელეს.

კვარაცხელიამ ხმების აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა – 228. ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის შემტევს 81 დან 71-მა ჟურნალისტმა პირველი ადგილი მიანიჭა.

მეორეზე ავსტრიული შტურმის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას ერგო.

ჟურნალისტების მიერ გამოკითხულ ნომინანტთა შორის სულ 20 ფეხბურთელი იყო. მათგან სამი ეროვნულ ლიგაში თამაშობს.

https://cnews.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share