საქართველოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საკუთარი ომი მაქვს, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა რუს პრანკერებთან, “ვოვანთან” და “ლექსუსთან” ინტერვიუს დროს ისაუბრა. ჟიგიმანტას პავილიონისმა ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის მთვარობის საგარეო მიმართულებაზეც ისაუბრა და თქვა რომ იმ დროს თეთრ სახლში მხოლოდ საქართველოზე საუბრობდნენ.
“ობამას სააკაშვილი არ უყვარდა, რადგან ის ბუშის პარტნიორი იყო. სააკაშვილის დროს ქართულმა დიპლომატიამ თემურ იაკობაშვილის ხელმძღვანელობით, ღმერთო ჩემო, ქართველებმა ვაშინგტონი აიღეს. საქართველოს ხსენების გარეშე არცერთი შეხვედრა არ იმართებოდა. ობამას გაპრეზიდენტებიდან დაახლოებით 6 თვის ან 1 წლის შემდეგ ბარაკს სააკაშვილი ბალტიისპირეთის ნებისმიერ პრეზიდენტზე მეტად შეუყვარდა. ეს დაუჯერებელი იყო. ზუსტად ასეთი პლატრფორმა უნდა შექმნან და ძალაუფლების მქონე ადამიანებს ეკონტაქტონ. ახლა ივანიშვილთან ომში შვედები არიან ჩართულები. ისინი არიან იქ ჩვენი ხმა. კარა-მურზა ყოველთვის მახსენებს, ჟიგის, თუ ამას რუსეთში ვერ გავაკეთებთ, მაინც არაფერი გამოგვივა ბელარუსში, უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, – ამბობს პავილიონისი.
ჟიგიმანტას პავილიონისის ამ განცხადებას საქართველოს პრემიერმინისტრიც გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მეგობარი ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სახელი ვერ “გაიხსენა”, გიჟიმანტასი უწოდა და თქვა რომ მისი შეხედულებები საერთოად არ აინტერესებს.