ბათუმში, “მაგნოლიას” კორპუსიდან ახალგაზრდა, 30 წლამდე ქალი გადმოვარდა. შემთხვევა დაახლოებით 30 წუთის წინ მოხდა.
ამ ეტაპზე, გადმოვარდნის მიზეზი უცნობია.
თვითმხილველის თქმით, ქალი ცოცხალი იყო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისივე თქმით, ქალი 30 წლამდეა, ტურისტია და ბათუმში დასასვენებლად ჩავიდა.
ამ წუთებში მაგნოლიასთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.