კოპირება „საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 9 ივნისიდან და შემდეგ ყოველ ოთხშაბათს მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებელი. აღსანიშნავია ის, რომ მატარებელი დროებით არ იმოძრავებს. შეზღუდვა იმოქმედებს მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულებამდე. მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო „საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის.