უბედური შემთხვევა მალთაყვაში მოხდა. თვითმხილველების თქმით, 26 წლის ახალგაზრდა რომელიც ზღვაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, წელამდე წყალში იყო, რა დროსაც დინებამ გაიტაცა.
მალთაყვის სანაპიროზე გუშინ გვიანობამდე მუშაობდნენ სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები. სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჩართულია სპეციალური ტექნიკა.