ოზურგეთში, დაბა ლაითურის სკოლის სამ მოსწავლეს ვირუსი დაუდასტურდათ, ისინი კლასელები არიან. კორონავირუსი დაუდასტურდა ინფიცირებული ბავშვის დედასაც. ეს იმ არასრულწლოვნის კლასელები არიან, რომელსაც გუშინ დაუდასტურდა ვირუსი.
ეს ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქუტიძემ მიაწოდა.
„ბოლო მონაცემებით გვაქვს ინფიცირების 7 შემთხვევა, სამი არასრულწლოვანი არის ლაითურიდან და ისინი კლასელები არიან, ასევე ვირუსი დაუდასტურდა ერთ-ერთი ბავსვის დედასაც. არის კიდევ ერთი შემთხვევა ლაითურში. კიდევ გვყავს ინფიცირებული სოფელ მერიიდან და სოფელ ჭანიეთიდან „აჭარა-ტექსტილის“ თანამშრომელი,- გვითხრა ქუტიძემ.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 7 შემთხვევა დადასტურდა და ყველა მათგანი ოზურგეთში ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით კი გურიის რეგიონში, კორონავირუსის 197 შემთხვევაა დადასტურებული.