“თან ფული გინდა გქონდეს, ხელფასს იღებდე და არაფერს აკეთებდე, გადასარევი სამსახური მოძებნა ზოგიერთმა პარტიამ თავისთვის”

“კეთილი ინებე და იმუშავე, აკეთე რისთვისაც ხალხმა მანდატი მოგცა – თან არხეინი ცხოვრება გინდა, ფული გინდა გქონდეს, ხელფასს იღებდე და არაფერს აკეთებდე, გადასარევი სამსახური მოძებნა ზოგიერთმა პარტიამ თავის თავისთვის,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა. ელისაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

„როცა ხალხი გირჩევს, მანდატს გაძლევს და პარლამენტში არ შედიხარ, მაგრამ დაფინანსებას იღებ, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. მართალია ეს წესი 2022 წლიდან გავრცელდება, რომ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად არ ჩაითვალოს, მაგრამ მე ახლა გავრცელების მომხრეც ვარ. ანუ, რას ნიშნავს, აგირჩიეს, პარლამენტში არ დადიხარ და გეზარება, მაგრამ ფულს იღებ. მაშინ, იმ ფულზე და ხელფასზეც თქვი უარი. ეს იქნება სწორი. ეს არის უპასუხისმგებლობასთან ბრძოლა და არა პარტიების დასჯა,”- განაცხადა ელისაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share