გიორგი გახარიაზე საუბრისას მეუფე იაკობმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი აზრით, გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტი არ არის.
“მე უკვე ვთქვი, რომ ბატონი გახარია, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი არაა. ძალიან ზედმეტ პატივად მიმაჩნია, ბატონ გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო, თქვენ იცით ჩემი წარმოდგენა. მე ის მიკვირს, ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ უნდა მობრუნდეს.
ადამიანი, რომელიც პრემიერი, თუ შს მინისტრი იყო, ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა. მე მასზე არაფერი ტყუილი არ მაქვს ნათქვამი. რაც ვთქვი იმას ვადასტურებ, ხო იძახდით ნასვამმა თქვა, ახლა ნასვამი ვარ?! ფხიზელი გეუბნებით. ვინც ეკლესიის საქმეებში გარედან ერევა… უბრალოდ სახელმწიფო მძიმე სიტუაციაში იდგა და რაღაცები აღარ გავაკეთე”,- თქვა მეუფე იაკობმა.