“დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები, რომლებიც ბრიტანეთში შეიკრიბებიან, ყურადღებას გაამახვილებენ რუსეთის მცდელობებზე, რომლებიც დასავლური ერთიანობის ძირის გამოთხრისკენაა მიმართული, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.
მისი თქმით, “დიდი შვიდეულის“ პარტნიორებს რუსეთის მავნებლური ქმედებების შესახებ მსგავსი შეხედულება აქვთ.
“დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთის მავნებლური ქმედებების შესახებ მსგავს შეხედულებებს იზიარებენ,“- აღნიშნა მიშელმა.
შეგახსენებთ, “დიდი შვიდეულის“ სამიტი კორნოულში, ინგლისში, 11-13 ივნისს გაიმართება.
https://www.interpressnews.ge/