“პარლამენტარო, პარლამენტარო და კიდევ ერთხელ პარლამენტაროო” !

ერთი ძალიან კაცი ცხოვრობდა ოზურგეთში, ძალიან განათლებული, კულტურული და ზრდილობიანი. ერთხელ ტაქისტთან კონფლიქტი მოუვიდა – ძვირი გადაახდევინა თუ ხურდა არ დაუბრუნა ზუსტად არ ვიცი. ჰოო და ამანც აღშფოთებულმა თავისებურად გამოლანძღა:

– ტაქსისტო! ტაქსისტო! და კიდევ ერთხელ ტაქსისტოო!

ჰოოდა ახლა, რომ იყოს ცოცხალი ასე იტყოდა ალბად:

– პარლამენტარო! პარლამენტარო და კიდევ ერთხელ პარლამენტაროო!

ავტორი: კახა ჩავლეშვილი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share