“სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არის და მას ვერ განდევნის” – ოქრუაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არის და მას ვერ განდევნის ვერავინ, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა. აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი საჭირო ქართულ პოლიტიკაში.

ამასთან, ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია ერთიანობას ნებისმიერ ფასად შეინარჩუნებს.

„პირველი და მნიშვნელოვანია შეთანხმება, რომელზეც დღეს ხელს ვაწერთ, პარლამენტში არ შევა არავინ, თავისთავად, ვინც ხელს მოაწერს. შეიძლება გამონაკლისი იყოს. არ ვიცი, ყველა ვართ თუ არა ამაზე ჩამოყალიბებული. იქნება საკმაოდ მკაცრი პროტესტი კანონის ფარგლებში იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას” დავანიშნინოთ ვადამდელი ხელახალი არჩევნები…

მნიშვნელოვანია, ოპოზიციის ერთსულოვნება, რომელსაც შევინარჩუნებთ ნებისმიერ ფასად. ასევე, საზოგადოების მხარდაჭერა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. დარღვევების ის მასშტაბი და ფაქტები, რაც ჩვენ ხელთ არსებობს, მიწოდებული იქნება მათთვის და მათ სრული სურათი ექნებათ”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს საკუთარი გავლენა და რესურსები აქვს.

„მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არის და მას ვერ განდევნის ვერავინ, იმიტომ, რომ მას თავისი გავლენა და რესურსები გააჩნია, 26% მიიღო მისმა პარტიამ. ოპოზიციური ერთობა ნებისმიერ ფასად იქნება შენარჩუნებული”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 76
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, არ, რომ
  • 64
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, რომ, არ
  • 64
    "მე საკუთარი თავი შევიყვარე"- ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის შეცვლილი ცხოვრება 30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო  თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
    Tags: და, არ, რომ
  • 62
    "ფეხშიშველსაც მითამაშია, რეზინის ბოტებითაც"- რას ყვება გოგონა, რომლის დამსახურებითაც ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
    Tags: და, არ, რომ