ჩვენი წინაპრების საიდუმლო ცოდნა — ხელოვნური ინტელექტი შუა საუკუნეებში

შესაძლებელია, რომ ამჟამად არსებული ბევრი გამოგონება, სინამდვილეში, წარსულში გაკეთებული აღმოჩენა და იდეა იყოს, რომელიც ძველ სწავლულებს ეკუთვნით, ან იქნებ, იმ პერიოდში დედამიწაზე ვიზიტად მყოფი უცხოპლანეტელები კონტაქტში შედიოდნენ ადგილობრივებთან და მათ მეტად უჩვეული საგნებს ჩუქნიდნენ?! ყოველ შემთხვევაში, არსებობს ისტორიული წყაროები, რომელიც შუა საუკუნეებში უცნაური მოწყობილობების არსებობას ადასტურებს და რომლებსაც, თავისი ეპოქის, გამოჩენილი ადამიანები ფლობდნენ.

image

მაგ., ცნობილია, რომ რეიმსის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) პროფესორს და ბერს ჰერბერტ დ’ორილაკს (945–1003 წწ), რომელიც შემდგომში რომის პაპი სილვესტერ II გახდა, ბრინჯაოს ორაკული ჰქონდა, რომელიც მის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხობდა. ეს, ერთგვარი, ადამიანის თავის ფორმის რობოტი იყო, რომელიც პაპის თქმით, «გარკვეული ვარსკვლავური და პლანეტარული ასპექტების გათვალისწინებით იყო შექმნილი». უძველესი «კომპიუტერი» დასმულ კითხვაზე, რომელიც მაგ., პოლიტიკას ან რელიგიას ებოდა, მხოლოდ ერთი სიტყვით პასუხობდა: «დიახ», ან «არას» ამბობდა.

image

აპარატი პაპის გარდაცვალების შემდეგ გაანადგურეს, რადგან მას ეშმაკის ძღვენად თვლიდნენ. თუმცა, ინფორმაცია «წინასწარმეტყველი კომპიუტერის» შესახებ, შეიძლება, ვატიკანის ბიბლიოთეკის საიდუმლო საცავში ინახებოდეს, იმ კოლექციასთან ერთად, რომელსაც მსოფლიოს შოკირება შეუძლია.

ალბერტუს მაგნუსი (1200 – 1280 წწ.) – რეგენსბურგის (გერმანია) ეპისკოპოსი და მეცნიერი, რომელიც ასევე ცნობილია წმ. ალბერტ დიდის სახელით, შუა საუკუნეებში, ერთ–ერთი ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე მეცნიერი იყო.

image

მას ყველაფერი აინტერესებდა: დაწყებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებიდან — ღვთისმეტყველებით დამთავრებული. თავისი ცნობილი აპარატის შესაქმნელად, რომელსაც «ანდროიდი» დაარქვა, მას მთელი 20 წელი დასჭირდა. მისი თქმით, «მოწყობილობა ლითონის და ნივთიერებისგან შედგებოდა, რომელიც ვარსკვლავებზე იყო მოძიებული». ამ მექანიკურ «ადამიანს» სიარული, ლაპარაკი და სხვადასხვა დავალების შესრულება შეეძლო.

image

კიდევ ერთი ინფორმაცია, მსგავსი ფაქტის შესახენ, რობოტს ეხება, რომელიც შუა საუკუნეების ყველაზე გავლენიან ფილოსოფოსთან თომა აკვინელთან (1225 – 1274) «ცხოვრობდა». ცნობილია ასევე, რომ მასთან «საუბრით» დაღლილმა მეცნიერმა მანქანა ჩაქუჩით დაამსხვრია.

შუა საუკუნეებში ხელოვნური ინტელექტის არსებობის შესაძლებლობა, ლოგიკურად კითხვებს აჩენს, ენერგიის წყაროსთან დაკავშირებით. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძვ. წ. აღრ. II ს–ში ელექტრო ლამპარები უკვე არსებობდა, ამ მხრივ, პრობლემა არ უნდა ყოფილიყო…

P. S. ზემოთ ხსენებილი ინფორმაციის გარდა, ვატიკანის ბიბლიოთეკა არაერთ საიდუმლოს ინახავს. მასში დაცულ წყაროებზე დაყრდნობით, ასობით და ათასობით ისტორიულ და დეტექტიური რომანების დაწერა შეიძლება. სწორედ იქ არის კონცენტრირებული და ხალხისგან უამრავი წიგინ, რუკა და სხვა სახის დოკუმენტი დამალული. იქ ინახება უნიკალური წყაროები კაცობრიობის ჭეშმარიტი ისტორიის შესახებ, რომელიც 10 ათას წელს კი არ მოიცავს, როგორც ამას ორთოდოქსი ისტორიკოსები ამტკიცებენ, არამედ, სულ მცირე, – ათობით მლნ. წელს მაინც. ხოლო, ამის შესახებ, როგორც არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი უძველესი არტიფაქტები, ისე მსოფლიო ხალხების მითები და ლეგენდები მოწმობს.

http://intermedia.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share