საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი მასშტაბური გავრცელების მოლოდინია

მეოთხე ტალღას სპეციალისტები შუა ზაფხულში ვარაუდობენ. ეპიდემიოლოგები რისკებზე საუბრობენ.

მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა ზაფხულის სეზონზე რეკომენდაციებს მკაცრად არ დაიცავს სტატისტიკა რადიკალურად შეიცვლება.

“ახლა მეტია ტურისტების ნაკადი, მობილობა და კონტაქტები. ყველა შეზღუდვა თითქმის მოხსნილია ამიტომ მაქვს ვარაუდი, რომ დასვენებების სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყება შემთხვევების მატება, რაც ჰოსპიტალური სექტორისთვის და საზოგადოებისთვის რთული იქნება,”- აღნიშნა მაკა ბულეიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share