თოფაძე: რაც ბოლო 10 წელიწადში გაკეთდა საქართველოში, წინა 40 წელიწადში კეთდებოდა რამე მსგავსი?

ჩვენი ხელისუფლება ძალიან კარგად იქცევა – სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით სესხს აძლევს ხალხს, რათა ბიზნესი დაიწყოს; რამდენი რაღაცა კეთდება, მაგრამ მთავარია, წარმოების განვითარება და ალბათ ამ მიმართულებით მუშაობაც მალე დაიწყება. აბა, ხალხი რატომ გარბის ევროპაში და სხვა ქვეყნებში? 110 ქარხანა იყო და ახლა მხოლოდ ორია… ეს ხალხი რაიონებში, ქარხნებში იყო დასაქმებული. სხვათა შორის, ძალიან ბევრი რამ მოხერხდა ბოლო 7-8 წელიწადში, გაიზარდა სოფლის მეურნეობა და ახლა გადამუშავება ხომ უნდა ამას?! მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ახლა ვირუსმა გაართულა საქმე… იქ პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე მიდიოდა საუბარი. ეს ყველაფერი პრობლემაა, თორემ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, ამაზე პრეტენზიები ნუ გაქვთ… რაც ბოლო 10 წელიწადში გაკეთდა საქართველოში, წინა 40 წელიწადში კეთდებოდა რამე მსგავსი?

ამის შესახებ ბიზნესმენი გოგი თოფაძე bm.ge-სთან აცხადებს.

https://metronome.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share