“ესე გვიყვარს სამშობლო, რომ 50 ლარად ვყიდით?!”- წერს ფესისბუქ გვედზე ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი და პარალელს ქართველი ამომრჩევლების მიერ ფულზე გაყიდულ ხმებსა და ემიგრანტების დამოკიდებულებას შორის ავლებს:
“ნიუ იორკში საქართველოს არჩევნებზე წავედი, ამის გამო სამსახური გავაცდინე და დავკარგე 350 დოლარი , რაც ერთ დღეში უნდა გამომემუშავებინა.
ამ დროს მესმის, რომ საქართველოში ხალხი მივიდა არჩევნებზე და 50 ლარი აიღო საკუთარი ხმის გაყიდვის საფასურად.
ამას არ ვწერ იმის გამო რომ საკუთარ სამშობლოს რამეს ვაყვედრი, არც ფულში არაა საქმე , ამას ვწერ გულმოკლული , როცა მესმის რომ სამშობლოს გაყიდვაში ხალხი 50 ლარს იღებს.
მე არ ვარ ერთადერთი ამერიკაში რომელიც ასე მოიქცა და უამრავმა ემიგრანტმა საკუთარი სამსახური გააცდინა იმის გამო , რომ სამშობლოს უკეთესი ცხოვრებისთვის მხარი დაეჭირა.
ესე გვიყვარს სამშობლო, რომ 50 ლარად ვყიდით?!”
წყარო:”ერთხელ ამერიკაში”