როგორ მოხვდა სოფი ლორენი “ჯარისკაცის მამის” კალთაში და სად შეხვდნენ ისინი ერთმანეთს

როგორ მოხვდა სოფი ლორენი “ჯარისკაცის მამის” კალთაში და სად შეხვდნენ ისინი ერთმანეთს

ორი ლეგენდა, გრანდების შეხვედრის ამსახველი ფოტო კადრები და დაუვიწყარი მოგონებები, რომელზეც დღემდე საუბრობენ… “პრაიმტაიმი” ქართველი ლეგენდარული მსახიობის, სერგო ზაქარიაძისა და ულამაზესი იტალიელი ვარსკვლავის, სოფი ლირენის ფოტოისტორიას გთავაზობთ, რომელიც მოსკოვში, მე-5 საერთაშორისო კინოფესტივალის შემდეგ გადაიღეს.

 

 

1965 წელს, მოსკოვში, მე-5­ საერთაშორისო კინოფეს­ტივალს სოფი ლორენიც ესწრებოდა. ერთმანეთს სწორედ მაშინ შეხვდნენ გრანდები.

 

 

“ჯარისკაცის მამა” და “მეძავი ფილუმენა” ფილმიდან “ქორწინება იტალიურად” კინოფესტივალის პრიზიორები გახდნენ, ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ, ისაუბრეს, ერთადაც ივახშმეს და რამდენიმე სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

 

ცნობილი რეჟისორი გიზო ჟორდანია ლეგენდების ლეგენდარულ შეხვედრაზე სერგო ზაქარიაძის მონათხრობს ასე იხსენებდა:

 

 

 

“მოსკოვში დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ მიღება უზარმაზარ რესტორანში გაიმართა. სოფი ცოტა მოშორებით იყო სერგოსგან, შემდეგ უცებ მივიდა მასთან და კალთაში ჩაუჯდა. სერგო ზაქარიაძე იხსენებდა, ამხელა ქალი რომ კალთაში ჩამიჯდა, კი დავიბენი, მაგრამ შემდეგ ცოტა ჭკუაზე მოვედი და მოვეფერეო

 

ეს მოფერება არ იყო ისეთი, თქვენ რომ წარმოგიდგენიათ, რესტორანში ახლა რა უნდა მექნაო, ხუმრობით ამბობდა… სოფი ლორენი რომ კალთაში ჩაუჯდა, იმ დროს რა ემოციებმა იფეთქა სერგო ზაქარიაძის გულში, ეს არ ვიცით, მისი საიდუმლოება იყო!” – ამბობდა გიზო ჟორდანია.

 

რაც შეეხება თავად სოფი ლორენს, როგორც ნინო სურგულაძემ საქართველოში იტალიელი ვარსკვლავის ჩამოსვლის შემდეგ განაცხადა, მსახიობი ქართველ კოლეგას დიდი სიყვარულით იხსენებდა.

 

“სოფიმ დიდი სიყვარულით გაიხსენა სერგო ზაქარიაძე… მიუხედავად იმისა რომ ასაკშია, ყველაფერი შესანიშნავად ახსოვს.” – აღნიშნა ნინო სურგულაძემ.

 

 

სოფი ლორენი 2016 წლის 13 ივნისს, მსოფლიო კინოვარსკვლავი სოფი ლორენი თბილისს ეწვია. იგი 15 ივნისს ოპერისა და ბალეტის თეატრში ფონდ “ნატვრის ხის” საქველმოქმედო ღონისძიებაში საპატიო სტუმრის რანგით მონაწილეობდა.

 

მსოფლიო კინოს ლეგენდა და ნინო სურგულაძე 2007 წელს შეხვდნენ ერთმანეთს, სწორედ მაშინ გაუმხილა  სოფიმ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ რუსეთში იყო ნამყოფი და საქართველოში ჩამოსვლა სურდა…

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share