ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ საქართველოს როგორც NATO-ს ოჯახის წევრს ხედავს. ამ თემაზე მან დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.
“ვუყურებ რა საქართველოს, მე მახსენდება ლიეტუვა, რომელიც ასევე თავის დროზე ენერგიულად იღვწოდა ევროკავშირისა და NATO-ს წევრობა. ჩვენი გზა, ასევე, არ იყო მარტივი და შედარებით უფრო ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიცოდით თუ რა იყო ჩვენი სტრატეგიული მიზანი და არ რჩებოდა არანაირი ეჭვი ჩვენს საზოგადოებაში. ასევე ჩვენ ვხედავთ ასეთ მონდომებას ქართველ ხალხში. […]
ლიეტუვა მყარად იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და ხედავს საქართველოს, როგორც გარდაუვლად NATO-ს ოჯახის წევრს”, – თქვა გიტანას ნაუსედამ.
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავასა და პატრიარქს შეხვდება.