“ძალიან დამღლელი და დამქანცველი სამუშაო დღე იყო პარლამენტში, ამას რა ენაღვლება წამოკოტრიალებული იყო ალბათ თავის პარტიაში და ხალხის ფულს ჭამდა. ოპოზიციაში გამილიონერებული ხალხი გინახავთ? აი ამათი პარტიაა“ – ამ სიტყვებით მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრს გიორგი გუგავას.
ამ განცხადების შემდეგ ელისაშვილმა გადაცემა „პირველი ხაზის“ სტუდია დატოვა.
„მე ამ უდღეურის და არარაობის მოსმენას არ ვაპირებ, დღეს ისეთი რაღაცეები ილაპარაკა, ამის მოსმენას ნამდვილად არ ვაპირებ. ისეთი რაღაცეები იკადრა, ზღვარს გადააბიჯა ბ-ნმა გუგავამ. მთელი დღეა ვცდილობ ძალიან შევიკავო თავი.
ზუსტად ამათ ხალხის მუქთა ფული აღარ ექნებათ, ამ პარაზიტულ პარტიას, რომელიც იდგა პარლამენტში არ შედიოდა წლიდან-წლამდე, არჩევნებიდან არჩევნებამდე და ხალხის ფულს ჭამდა. აი ეს ლუკმა ჩაეცლებათ და იმიტომ იყო, რომ ზღვარს გადასცდა. ამ არარაობის მოსმენას არ ვაპირებ, ისედაც ძალიან დამღლელი და დამქანცველი სამუშაო დღე იყო პარლამენტში.
ამას რა ენაღვლება წამოკოტრიალებული იყო ალბათ თავის პარტიაში და ხალხის ფულს ჭამდა. ოპოზიციაში გამილიონერებული ხალხი გინახავთ? აი ამათი პარტიაა“, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.