ოკეანის ფსკერზე, სპორტულ ჩანთაში მოთავსებული გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი იპოვეს

იმისათვის, რომ წყალში სხეული ღრმად ჩასულიყო დამნაშავემ ჩანთა რკინის ღუზას მიამაგრა.

ოფიციალური ცნობებით, გარდაცვლილი გოგონა მამას ჰყავდა გატაცებული. როგორც ესპანური მედია იუწყება, გვამი ოკეანის ფსკერზე სამართალდამცველებმა ხუთშაბათს იპოვეს.

ოლივია გიმენო ექვსი წლის გოგონა იყო, რომელიც მას შემდეგ იძებნებოდა, რაც მამამ გაიტაცა მასთან ერთად გაუჩინარებული იყო მისი მცირეწლოვანი დაც, რომელიც ამ დრომდე იძებნება.

“გარდაცვლილი ბავშვის გვამი მეძებარმა რობოტმა იპოვა, დაახლოებით 1000 მეტრის სიღრმეზე, რამდენიმე მილის მოშორებით ტენერიფის სანაპიროდან. ცხედარი სპორტულ ჩანთაში იყო მოთავსებული, რომელზეც ღუზა იყო მიმაგრებული. სხეულს ექსპერტიზა უტარდება,” – განაცხადა ესპანეთის პროკურატურამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share