აბასთუმანში ავტოსადგომის აშენების შემდეგ პირადი ავტომობილით ვეღარავინ მოხვდება – ეს გადაწყვეტილება პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ ივანიშვილი პირადი კომფორტისთვის იყენებს ყველაფერს, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტს.
13 მილიონი ლარით აბასთუმნის ახალ ავტოსადგურს და საპარკინგე ზონას ,,ზიმო” ააშენებს. ეს არის კომპანია, რომელიც მანამდე ივანიშვილის ხეებს ეზიდებოდა.
კორუფციის მკვლევარი , ქეთი ენუქიძე, აცხადებს, რომ აბასთუმანში საბიუჯეტო სახსრებით მხოლოდ ის ადგილები კეთდება, რომელიც ივანიშვილს პირადი კომფორტისთვის სჭირდება.
აბასთუმანში მაინცდამაინც ის ადგილები და მონაკვეთები კეთდება, რომელიც ივანიშვილის სახელთანაა დაკავშირებული. ბიუჯეტის ფულით მისი პირადი კეთილდღეობის მოწყობა ხდება. ტენდერებში ჩვენ ვნახავთ, რომ არის ხელისუფლებასთან დაახლოებულ კონკრეტულ კომპანიებზე მორგებული პარამეტრებია – აცხადებს ქეთი ენუქიძე.