სიკვდილის წინ, სამი რამ დაიბარა: • მსურს, ჩემი კუბო ხელით წაიღონ ქვეყნის ყველაზე სახელგანთქმულმა მკურნალებმა; • გზაზე, სადაც ჩემს უსიცოცხლო გვამს გაატარებენ, უთვალავი ძვირფასი ქვა და ოქროს ზოდი მიმოფანტონ; • გასვენებისას, კუბოდან – ჩემი ხელები მოჩანდეს. და, როდესაც ალექსანდრეს სთხოვეს აეხსნა, რას ნიშნავდა ეს, მან უპასუხა: * მსურს, საუკეთესო ექიმებმა წაიღონ ჩემი კუბო, რადგან მთელმა ქვეყანამ დაინახოს, რომ სიკვდილის წინაშე ყველაზე კარგი ექიმებიც კი უძლურნი არიან; * ჩემი სიმდიდრე ძირს მიმოფანტოთ, რათა ყველამ დაინახოს, რომ ყველაფერი, რასაც ამქვეყნად ვიძენთ, აქვე რჩება; * მთელი ქვეყანა ხედავდეს – ჩემს ხელებს, რადგან ყველამ გაიაზროს, რომ მთელი ქვეყნიერების მბრძანებელიც კი – იმ ქვეყნად, ცარიელი წავიდა!.