ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ზაფხულის სეზონზე სამოგზაურო შეზღუდვებისწითელი ზონა.
მწვანე ზონაგამარტივებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ელჩებმა მხარი დაუჭირეს ევროკომისიის შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც, სრულად ვაქცინირებული ადამიანები ევროპის ქვეყნებში მოგზაურობას თავისუფლად შეძლებენ. ასევე, პირველი ივლისიდან ევროკავშირში კოვიდ-19-ის სერტიფიკატებიც ამოქმედდება.
მოგზაურებზე შეზღუდვები იმის მიხედვით გავრცელდება, თუ როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება მათ ქვეყანაში. მაგალითად, „მწვანე ზონის“ ქვეყნებიდან ჩასული ტურისტებისთვის შეზღუდვები არ იმოქმედებს, „ნარინჯისფერი ზონის“ ქვეყნებიდან ჩასულ ტურისტებს ტესტის ჩატარება მოუწევთ, „წითელი ზონის“ ქვეყნებიდან ჩასულ ტურისტებს კი შესაძლოა, კარანტინის გავლა დასჭირდეთ.
https://metronome.ge/