“სულ ვამბობ: ნეტავი ივანიშვილს ჰყავდეს გვერდით ისეთი ძლიერი პიროვნება, როგორიც ნიკა მელიაა-მეთქი”….

ამ ქვეყანაში თუკი რაიმე კარგი და ეროვნული მომხდარა, ყველაფერი გამწარებულმა, მშიერმა ხალხმა შეძლო, გამაძღარი კი მარტო თავის კარგად ყოფნაზე ზრუნავს”  “ჩემი ნატვრაა, ამბროსი ხელაიას, ექვთიმე თაყაიშვილის ან მერაბ კოსტავას საქართველოში ვცხოვრობდე”, – ამბობს პროზაიკოსი, მსახიობი და უბრალოდ, თბილისის კოლორიტი გივი სიხარულიძე, ჟურნალი “გზა” ესაუბრა:  “სამწუხაროდ, ჩვენი ერი მოღალატეებით არის სავსე. ვზივართ სახლებში და მარტო ვლაპარაკობთ, საქმე კი – ვიღაც სხვამ უნდა აკეთოს… ადამიანს ფ გული სამშობლოსთვის უნდა უძგერდეს, აქ კი, ყველა თავის კეთილდღეობაზე ფიქრობს და ზრუნავს.
მე სულ ვამბობ: ნეტავი ივანიშვილს ჰყავდეს გვერდით ისეთი ძლიერი პიროვნება, როგორიც ნიკა მელიაა-მეთქი. მომწონს მისი ვაჟკაცური ხასიათი, შემართება და შეუპოვრობა, მაგრამ გავიხედავ და, ისეთი ხალხის გვერდითაა, რომ გული მიცრუვდება. იცით, რა დღეში ვარ? – მინდა ქართულ პოლიტიკაში ვიღაცის მჯეროდეს, ვიღაცას ვენდობოდე, მაგრამ უცბად ისეთი ხალხის გვერდით დავინახავ, ვფიქრობ – ამას როგორ უნდა ვენდო-მეთქი?! ნიკა მელიაც, ვაჟკაცური სულის კაცია, მაგრამ მისი გარემოცვა არ მომწონს.
ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ: მოღალატე ქართველების წყალობით ეროვნული ღირსებაც წართმეული გვაქვს. ხალხი დაიღალა ამდენი მატყუარა პოლიტიკოსის ლაპარაკით, მაგრამ ერთი რამ ვიცი: ჩემი ერი არ გადაშენდება. გოლეთიანისნაირი ვაჟკაცები კიდევ გამოჩნდებიან – ვაჟკაცები, ვისაც საქართველო მართლა უყვარს და რუსთაველზე, ვაკეში ან ვერაზე კი არ არის დაბადებული, არამედ რეგიონში – ღრმა სოფლებში… იქ უფრო ხშირად ცხოვრობენ ნაღდი პატრიოტები, რომლებიც პატიოსან, წესიერ ოჯახებში იზრდებიან. ვითომ “სვეცკი” ოჯახში მცხოვრები და “სვეცკი” დედის გაზრდილი შვილები საქართველოს არ გამოადგება.
ნამდვილი ლიდერი რომ გამოჩნდეს, ჯერ ერი უნდა იყოს ღირსეული, უღირსი ერი კარგ ლიდერს და წინამძღოლს ვერ წარმოშობს. დიახ, დღეს ჩვენი ქვეყანა სიკვდილის პირასაა, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებიან ლომგული ბიჭები, რომლებიც საქართველოს გადაარჩენენ და ამ გასივებულ ბურჟუებს, რომლებმაც ჩემი ქვეყნის ქონება შეჭამეს, თავის ადგილს მიუჩენენ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share