ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 11 ივნისის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1701 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც 11 ივნისის ჩათვლით მოქმედებდა, 3.1613 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0088 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8523 ლარია. მაშინ, როცა 11 ივნისის ჩათვლით მოქმედი კურსი 3.8460 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0063 ლარი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 11 ივნისის ვაჭრობის შედეგად მიღებული გაცვლითი კურსები დღეიდან მოქმედებს.