რომელ ქვეყანაში ინახავენ მდიდრები ფულს ყველაზე ხშირად?

ანალიტიკური პლატფორმა Statista ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფზე დაყრდნობით იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც მდიდრები ყველაზე ხშირად ინახავენ ფულს. ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფი წერს, რომ ოფშორული სიმდიდრის ყველაზე დიდი ნაწილის მობილიზება შვეიცარიაში ხდება, სადაც ჯამურად 2.4 ტრილიონი აშშ დოლარია შენახული.

ანალიტიკური პლატფორმა წერს, რომ ოფშორული სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილი ჰონკონგსა და სინგაპურში ინახება და ჩამონათვალში, ამ ქვეყნებს მეორე და მესამე ადგილი უკავიათ.

აღსანიშნავია, რომ მდირები ასევე ხშირად ანდობენ საკუთარ ქონებას დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს. ჩამონათვალში აშშ-ს მეოთხე ადგილი უჭირავს, ხოლო ბრიტანეთს – მე-8 ადგილი.

TOP-8 ქვეყანა, სადაც მდიდრები ფულს ყველაზე ხშირად ინახავენ: 

1. შვეიცარია – 2.4 ტრილიონი აშშ დოლარი
2. ჰონკონგი – 1.9 ტრილიონი აშშ დოლარი
3. სინგაპური – 1.1 ტრილიონი აშშ დოლარი
4. აშშ – 0.8 ტრილიონი აშშ დოლარი
5. მანისა და არხის კუნძულები (ინგლისი) – 0.5 ტრილიონი აშშ დოლარი
6. არაბთა გაერთიანებული საამიროები – 0.5 ტრილიონი აშშ დოლარი
7. ლუქსემბურგი – 0.3 ტრილიონი აშშ დოლარი
8. დიდი ბრიტანეთი – 0.3 ტრილიონი აშშ დოლარი.

https://bm.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share