გუშინ , “გურიის მოამბის” მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, საიდაც საუბარი იყო, რომ 76 წლის ოტია ხომერიკს და მის 74 წლის მეუღლეს მზიული მჟავანაძეს, ფიზიკური შეურაცხყოფა, მხოლოდ, იმიტომ მიაყენეს, რომ ისინი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები იყვნენ, პოლიციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა.
ამ წუთებში, დაზარალებული ცოლ-ქმარი ოზურგეთის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
როგოც ოტია და მისი მეუღლე “გურიის მოამბესთან” საუბარში იხსენებენ, ხელისუფლების მხარდამჭერებმა, საარჩევნო უბანში, მას შემდეგ რაც ხმების დათვლა დასრულდა, უცხო საგნები ესროლა, მის მეუღლეს კი ფიზიკურად შეეხნენ, ერთ-ერთმა კომისიის წევრმა “ოცნებიდან”, გვარად ჯოლოხავამ, ხელიც დაარტყა.