,,საქველმოქმედო ასოციაცია გურია“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ტრადიციულად, ყოველ წელს ატარებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის გურიის ჩემპიონატს სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
მიმდინარე წლის 13 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით (აღინიშნება 14 ივნისს), გურიის რიგით VI ჩემპიონატი გაიმართება სპორტის შემდეგ სახეობებში: ნარდი, შაში, მკლავჭიდი და მჯდომარე ფრენბურთი (პარაოლიმპიური სახეობა, რომელიც წელს პირველად ტარდება).
ღონისძიების მიზანია: შშმ პირთა მრავალმხრივი ნიჭის წარმოჩენა; მათი საზოგადოებასთან ინტეგრაცია; ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია; შშმ პირთა უფლებების დაცვა, რაც პირდაპირ პასუხობს ქვეყნის მიერ გაეროს კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს და საქართველოს კანონს შშმ პირთა სოციალური დაცვის შესახებ.
ღონისძიების ჩატარება დაგეგმილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და დასვენების პარკში (წვიმის შემთხვევაში სპორტის სასახლეში).
11:00 – სტარტს აიღებს შემდეგი სპორტის სახეობები: ნარდი, შაში, მკლავჭიდი.
13:00 – ფინალები
14:00 – ლანჩი
15:00 – ჩემპიონატი მჯდომარე ფრენბურთში.
16:30 – ფინალი
17:00 – დაჯილდოვება