ქართული ოცნება მე-9 წელია ხელისუფლებაშია და ამ დროის განმავლობაში არაერთი მინისტრი გამოიცვალა. მათგან ზოგის სახელისა და გვარის გახსენება, ხანდახან გვიჭირს კიდეც, თუმცა ზოგმა მოახერხა და საზოგადოებას თავი დაამახსოვრა. ხშირად ეს მეხსიერება მათ ფრთიან ფრაზებსაც უკავშირდება:
მაია ცქიტიშვილი: “რასაც ამბობს ბატონი ბიძინა, ყოველთვის სიმართლეა, ასე რომ, შეგიძლიათ ენდოთ”.
ალექსანდრე ჭიკაიძე: “კრიმინალი არის შესანიშნავ მდგომარეობაში”
ალექსანდრე ჭიკაიძე: “ამოღებულ იქნა 2 ტონა 790 თხევადი ნარკოტიკული საშუალება გერაინი, რომელიც ევროპის მრავალ… დავინტერესდი, მოვიკვლიე, ევროპაში არ ამოღებულა”.
ვახტანგ გომელაური: “გააჩნია. [კრიმინალი] სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება გაზრდილია, ზოგან კლებაა, ეს ჩვეულებრივი თემაა. ეს სულ მოხდება, ხან მოიმატებს, ხან დაიკლებს. ჩვეულებრივი თემაა სტატისტიკა, კრიმინალი ხან იზრდება, ხან აკლდება”.
ალექსი პეტრიაშვილი: “ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია და ამიტომ მე გადავდექი”
დიმიტრი ქუმსიშვილი: “როდესაც მე ქალბატონს ასლარიანი გავუწოდე იმისათვის, რომ მეყიდა რაღაცა, მან ჯიბიდან ამოიღო ბღუჯა. ბღუჯა ამოიღო ფულის, ქალბატონო ადა, ბღუჯა. ახლაც ტანში მაჟრიალებს იმიტომ, რომ სიამოვნებისგან, გეფიცებით რა, კინაღამ დავკოცნე ის ქალი. ეს არის ტურიზმის გავლენა”.
ალექსანდრე ჭიკაიძე: გრეიანი ეს არი ავღანური წარმოშობის ნარკოტიკი, რომელიც მიეკუთვნებოდა თალიბანს. ამის გადატანა ხდებოდა ევროპის მიმართულებით და ამ თანხებით ხდებოდა ამ თალიბანის, ამ პიროვნების…”
ირაკლი ღარიბაშვილი: “თქვენ არ გსმენიათ, რომ მეუღლის ნათესავი არ არის ნათესავი?”
თეა წულუკიანი: “ხარაჩოებზე ბოდიალი” მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს კიდევ უფრო მეტად აზიანებს.
ალექსანდრე ჯეჯელავა: ‘ახალი სასწავლო წლიდან იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, კვირაში ერთხელ მოსწავლეებს თითო ვაშლს დაურიგებენ”
ალექსანდრე ჯეჯელავა: “ამ ჩემს საყვარელი კომბლეს არ მგონია ნარკოტიკების მომხმარებელი იყოს, არ გავს ეგეთს. ნაცარქექიას შეიძლება უსაქმურობის ნიადაგზე ჰქონოდა მაქეთკენ მიდრეკილება, არ ვიცი”.
ჯეჯელავა: “ჩვენ გვჭირდება ახალი კომბლე, ახალი ნაცარქექია და ახალი რწყილი და ჭიანჭველა”
“დღემდე ველოდები, როდის გამომადგება დედაქალაქების ზეპირად ცოდნა, 43 წლის ვარ და ჯერ არ დამჭირვებია“
“კომბლე მოძალადე და ცუდი მეცხვარეა, მასთან ორი პრეტენზია მაქვს”,
“კომბლე ცუდი მეცხვარეა, “სუპერმენი” და „სპაიდერმენი” მასწავლებლები არიან”
“გვაქვს ფიზიკის სახელმძღვანელო, სადაც ნიუტონის კანონს ნიუტონი არ ეთანხმება”.