“დიდ დაფიფანსებაზე, უკეთს პირობებზე და მარტო პირადზე ფიქრობს ყველა. არავინ არ ფიქრობს ჩვენზე, მოსახლეობაზე. ვაქცინაციის მდგომარეობა არის სავალალო, კატასტროფული…ჩემი მეგობრებიო დგანანა რიგში, ელოდებიან და არ არის. ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც მინდა რაღაცაზე მაინც შეჯერდნენ და იფიქრონ ჩვენზე. არ შეიძლება ასეთი ხელისუფლება რომ მოვიდეს? ოპოზიციამაც რამე გზა გამონახოს. აი, ამ ლარზე თუნდაც. ჩხუბობენ მარტო. მე ისეთი აზრი მრჩება, რომ იქ არის არიან იმისთვის, რომ იჩხუბონ, ერთმანეთს აგინონ, ნერვები დააგლიჯონ და ჩვენ ამას ვუყუროთ და მხოლოდ სანახაობის იმედზე ვიყოთ? არ მინდა მე ასეთი არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება. მე მინდა ისეთი პარლამენტი რომელიც იფიქრებს ჩემზე, შენზე, ჩვენს შვილებზე და ხალხზე”-განაცხადა მომღერალმა ირმა სოხაძემ ტვ “ფორმულას’ეთერში.