ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი დაიხურება, თუმცა კონკრეტული თარიღი უცნობია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კონკრეტულ ვადას ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ თავშესაფარს ეტაპობრივად დატოვებენ ბენეფიციარები.
მისივე თქმით, 2022 წლის 1 აპრილიდან კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც ნინოწმინდის პანსიონის მსგავსი დიდი ინსტიტუციები დაიხურება – გამოდის, რომ პანსიონის საჭიროება აღარ იქნება – ამბობს თამარ ბარკალაია, მინისტრის მოადგილე.
ბარკალაიას განცხადებით პანსიონში ამჟამად 23 ბავშვი რჩება, რომლებიც სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.