2020 წელი საქართველოსთვის ეკონომიკურად მძიმე გამოდგა, რამაც წარმოების 6.2%-ით შემცირება გამოიწვია. კრიზისი სამწუხაროდ, 2021 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა, თუმცა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შედეგად აპრილში ეკონომიკის რეკორდული 44.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამ ყველაფრის შემდეგ სამთავრობო უწყებების და სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციას საკუთარი პროგნოზების გადახედვა მოუწიათ.
განახლებული პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობა ეკონომიკის საშუალოდ 6.5%-იან ზრდას ვარაუდობს, რაც სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმას ნიშნავს, რომ 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკა აღდგება.
შედარებით განსხვავებული პროგნოზი აქვს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს, რომელიც წელს ეკონომიკის 6.8%-იან ზრდას ვარაუდობს. აღნიშნული პროგნოზი კი რეგულაციების მოხსნასა და ეკონომიკის გააქტიურების პროცესს უკავშირდება.
მიმდინარე წელს 7%-იან ზრდას ვარაუდობს საინვესტიციო ბანკი Gallt &Taggart-ი. აღნიშნული კომპანია პროგნოზის ზრდას ძირითადად კოვიდშემთხვევების შემცირებასა და რეგულაციების მოხსნა/შემსუბუქებას უკავშირებს.
ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა მსოფლიო ბანკმაც, რომელიც პროგნოზირებს, რომ საქართველოს ეკონომიკა წელს 6%-ით გაიზრდება.
https://www.bpn.ge/