საქსტატი: იანვარ-მაისში ექსპორტი 24.4%-ით გაიზარდა, იმპორტი – 15.7%-ით

(ტაბულა) 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 019.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.2%-ით მეტია.

იანვარ-მაისში ექსპორტი 24.4%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 1 538.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 15.7%-ით გაიზარდა და 3 481.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მაისში 1 943.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.7% შეადგინა.

წყარო: საქსტატი
​​​​​​

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი მიმდინარე წლის 21 ივნისს გამოაქვეყნებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share