(cnews.ge)ჰოლივუდის ვეტერანი მსახიობი ჰარისონ ფორდი ფორმას ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვით ინარჩუნებს.
გამოცემა The Mirror-ის ინფორმაციით, 78 წლის მსახიობი ველოსიპედით დღეში 40 მილს გადის.
ამჟამად მას ინდიანა ჯონსის მეხუთე ეპიზოდში იღებენ. გადაღებები ნიუ კასლიდან 50 მილში, ბამბოროს ციხესიმაგრეში მიმდინარეობს. გადამღები ჯგუფი ფორდის ფიზიკური მონაცემებით გაოცებულია.
მსახიობს დღე-ღამეში 6 საათი სძინავს, დანარჩენ დროს კი ვარჯიშითა და გადაღებებით არის დაკავებული. ხშირად მას გადასაღებ მოედანზე ყოფნა 10-11 საათი უწევს.