„ვინც დაიჯერებს, რომ ძალადობრივია ეს ბავშვთა სახლი, კარი ღიაა და ნებისმიერ დროს შეუძლია, მობრძანდეს“- განუცხადა CNews-ს ფერიის ბავშვთა სახლის ხელმღვანელმა, დედა სიდონიამ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ფერიის ბავშვთა სახლში აღსაზრდელებზე ძალადობენ.
მისივე თქმით, ამ კონკრეტულ მოზარდთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდიანრ, მაგრამ ვისაც ეჭვი ეპარება, რომ ფერიის ბავშვთა სახლში ძალადობაა, მისთვის კარი ღია და ნებისმიერ მომენტში შეუძლია, შესვლა.
„ვერ ვსაუბრობს იქედან გამომდინარე, რომ ბავშვს ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემა, ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ შესაბამის დაწესებულებაში. რაც შეეხება მის განცხადებას, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ არ ვიქნები სწორი. რა თქმა უნდა, უარვყოფ, ვინც აქ ნამყოფია და სიტუაცია იცის, საერთოდ არ შეეპარება ეჭვი. ვინც დაიჯერებს, რომ ძალადობრივია ეს ბავშვთა სახლი, კარი ღიაა და ნებისმიერ დროს შეუძლია, მობრძანდეს,“ – განაცხადა CNews-თან საუბრისას დედა სიდონიამ.
ცნობისთვის: „მთავარი არხის“ გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ლუკა სარალიძე ფერიის ბავშვთა სახლში გატარებულ დროსა და იქ მომხდარ ძალადობაზე საუბრობს. ბიჭი ირწმუნება, რომ მასზე ძალადობდნენ და სცემდნენ.
„დამსჯელობითი მეთოდები იყო განსხვავებული აღმზრდელების მიერ, რკინის ჯოხითაც მცემა აღმზრდელმა. აი, ისე გამეტებით მირტყამდა, რომ ფეხი ჩაშავებული მქონდა.“ – განცხადა „მთავარი არხის“ ეთერში 21 წლის ლუკა სარალიძემ.
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრეს-პიკერი ჩვენთან სუაბრისას ამბობს, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს და ბავშვის მიერ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.
„ ჩვენ არ ვეთანხმებით ყველაფერ ამასმ“- განაცხადა CNews-სთან საუბრისას ბათუმისა და ლაზეთი ეპარქიის პრესპიკერმა, მამა იოანე გორელიშვილმა.