შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, შშმ პირთა შორის სპორტის სხვადასხვა სახეობებაში: ნარდი, შაში, მკლავჭიდი და მჯდომარე ფრენბურთი, გურიის რიგით VI ჩემპიონატი გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ღონისძიების მიზანია შშმ პირთა მრავალმხრივი ნიჭის წარმოჩენა; მათი საზოგადოებასთან ინტეგრაცია; ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია; შშმ პირთა უფლებების დაცვა, რაც პირდაპირ პასუხობს ქვეყნის მიერ გაეროს კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს და საქართველოს კანონს შშმ პირთა სოციალური დაცვის შესახებ. ღონისძიება ,,საქველმოქმედო ასოციაცია გურიას“ ინიციატივითა და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის ბიუროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ჩემპიონატს საქართველოს ეროვნული ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მჯდომარე ფრენბურთის ფედერაციის დამფუძნებელი გიორგი ქართველიშვილი და გურიის ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სერგო რობაქიძე დაესწრნენ.