აუქციონზე კოსმოსში გასაფრენი ბილეთი 28 მილიონად გაიყიდა

კომპანია Blue Origin-ის კოსმოსური ფრენის ბილეთი აუქციონზე 28 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ განცხადება  საინფორმაციო პორტალ Space.com-ზე გამოქვეყნდა.

ბილეების საწყისი ღირებულება 4.8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

ორგანიზატორებმა აუქციონი 3 ეტაპად დაყვეს. პირველი ეტაპი გაგრძელდება 5 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით. მეორე ეტაპი დაიწყება 19 მაისს. მესამე ეტაპი კი 12 ივნისს გაიმართა.

Reuters 2018 წელს Blue Origin-ის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ თითო ბილეთის ფასი 200-დან 300 ათას დოლარამდე იქნებოდა და 200 ათას დოლარს არ ჩამოსცდებოდა.

კომპანიამ შექმნა სპეციალური ხომალდი, რომელმაც კოსმოსში უკვე 15 საცდელი გაფრენა შეასრულა. კოსმოსური ხომალდი სახელწოდებით New Shepard, დედამიწის ორბიტაზე კაფსულით 6 მგზავრს აიყვანს, სადაც, ის უწონადობის პირობებში 10 წუთის განმავლობაში იქნება. ამის შემდეგ, ხომალდი ისევ დედამიწაზე დაბრუნდება. საბოლოო ჯამში, გაფრენა მოიცავს 40 წუთს. გაფრენა 2024 წლისთვის იგეგმება.

კომპანია Blue Origin საკმაოდ მძლავრი აერო-კოსმოსური სააგენტოა, რომელიც ილონ მასკის პროექტებს უწევს კონკურენციას. ასევე, ჯეფ ბეზოსი, ასტრონავტებს მთვარეზე სამოგზაუროდ საკუთარ – Blue Moon კონტრაქტს სთავაზობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: