ცნობილია, რის გამო გაითიშა ელექტროენერგია

https://metronome.ge/
საქართველოს სახელწმიფო ელექტროსისტემის განცხადების თანახმად, ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონებში ელექტროგადამცემი ხაზის ავარიული გამორთვის გამო შეწყდა.
“დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი და ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესი, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს”,  – ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისთვის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share