აპენსიო ფონდში უკვე 1.51 მილიარდი ლარია

https://bm.ge/

2021 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებულია 1 მილიონ 159 ათას მონაწილე.

როგორც საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ სტატისტიკურ ინფორმაციაშია აღნიშნული, საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.51 მილიარდი ლარი შეადგინა. მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 166 მილიონი ლარია.

სააგენტოს ცნობითვე, დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა 873-მა ადამიანმა.

„საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ თვეში 10 000 პირს შეადგენს“, – აცხადებენ სააგენტოში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share