(ტაბულა)27 წლის ასაკში ამერიკელი პორნომსახიობი დაკოტა სკაი გარდაიცვალა. სქაის სხეული ქმარმა სახლში იპოვა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, ლოს-ანჯელესის პოლიციის კრიმინალური ექსპერტიზის პასუხი ორ დღეში გამოქვეყნდება.
პორნომსახიობის სოციალური ქსელების მომხმარებლების ყურადღების ცენტრში გასულ წელს მოხვდა, როდესაც ჯორჯ ფლოიდისადმი მიძღვნილი გრაფიტის წინ ფოტო წელს ზევით შიშველმა გადაიღო. მომხმარებლების დიდმა ნაწილმა სკაი ფოტოს გამო გააკრიტიკა.
სკაის ნამდვილი სახელია ლორენ სკოტი, პორნოინდუსტრიაში მსახიობი 2013 წლიდან მუშაობდა. მიღებული აქვს პორნო ოსკარად ცნობილი დაჯილდოების, AVN-ის ორი ნომინაცია.
“დედამისის სიკვდილიდან ორ წელიწადში გარდაიცვალა. ლორენი დისფუნქციურ ოჯახში იზრდებოდა, სადაც ნარკოტიკები, ალკოჰოლი და ძალადობა ჩვეულებრივი ამბავი იყო”. – ამბობს მსახიობის დეიდა, ლინდა არდენი.