ნინო წილოსანი ქმარს დაშორდა – “ადამიანების ცხოვრება გარკვეული ეტაპებისგან შედგება, რაღაც სრულდება, რაღაც კი იწყება”

“ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი მეუღლეს დაშორდა. ამის შესახებ მან ჟურნალ “თბილისელებს” განუცხადა.

– როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია?

– რადგან უკვე ერთად აღარ ვცხოვრობთ, ჯობს, ამაზე ნაკლები ვისაუბროთ.

– განქორწინდით?

– დიახ.

– სამი შვილი გყავთ. ამ ურთიერთობის დასრულების შემდეგ ნამდვილად დაგჭირდებოდათ ძალების მოკრება.

– ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს ჩემი შვილების მამასთან. მას განსაკუთრებული როლი აქვს ბავშვების აღზრდასა და განვითარებაში. ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მამასთან მეგობრობა და მიხარია, რომ მათი აღზრდის პროცესში თითქმის თანაბრად ვმონაწილეობთ.

– ამ ურთიერთობის დასრულების მიზეზი თქვენი აქტიური ცხოვრება, თუნდაც, პოლიტიკური აქტივობა გახდა? შეუძლებელი აღმოჩნდა პირადისა და პროფესიული წარმატების შეთავსება?

– არანაირად. მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია, იყო წარმატებული შენს კარიერაში და გყავდეს ბედნიერი ოჯახი. დროის სიმწირის პრობლემა მქონდა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, ოჯახისთვის სათანადო ყურადღება დამეთმო. არც საჯაროობა გამხდარა ოჯახური პრობლემების წინაპირობა. უბრალოდ, ადამიანების ცხოვრება გარკვეული ეტაპებისგან შედგება, რაღაც სრულდება, რაღაც კი იწყება, თუმცა ჩვენ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და ახლაც ასეა. ჩემი დაკავებულობის ან პოლიტიკური საქმიანობის გამო პრობლემები არასდროს გვქონია…

https://www.palitravideo.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share