სახელმწიფო დეპარატამენტის წარმომადგენელი, ქეილ ბრაუნი სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” საქართველოში ჩატრებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.
განცხადებაში ბრაუნი ამბობს, რომ რეაგირება უნდა მოხდეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დადოკუმენტირებულ დარღვევებზე.
“ვიზიარებთ ეუთოს შეფსებას, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და ძირითადი თავისუფლებები დაცული, თუმცა ბრალდებებმა, რომ იყო ზეწოლა ამომრჩევლებზე და ბუნდოვანი ხაზი იყო პარტიასა და სახელმწიფოს შორის, დააკნინა საზოგადოების ნდობა.
ნაკლოვანებებსა და დადოკუმენტირებულ დარღვევბზე უნდა იყოს რეაგირება” – წერს ტვიტერზე ბრაუნი.