კობახიძე 20 ივნისზე-მაქვს კითხვა: რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი საშუალებები?

20 ივნისს, დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან. რამაც საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. გარკვეული კითხვები მაქვს დასმული: რატომ იდგნენ შინაგან სამინისტროს სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. ოპერაციის დაგეგმვაზე თვითონ იყო პასუხისმგებელი [გიორგი გახარია]. ამას აკეთებდა ერთ-ერთ მოადგილესთან ერთად. მეორე – რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი საშუალებები? თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მთავარი არხის ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share