ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ დაპირებული ვაქცინების 1 მილიარდი დოზა არასაკმარისია.
„ეს დიდი დახმარებაა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი და უფრო სწრაფად გვჭირდება. ახლა ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვაქცინების გლობალური განაწილება მიმდინარეობს. ყოველ დღე 10 000-ზე მეტი ადამიანი იღუპება. ამ ადამიანებს ვაქცინა ესაჭიროებათ და ესაჭიროებათ ახლა, და არა შემდეგ წელს,“- განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სურს, „დიდი შვიდეულის“ მომავალი წლის სამიტამდე მსოფლიო მოსახლეობის 70%-ი იყოს აცრილი.
„ამის განსახორციელებლად ჩვენ 11 მილიარდი დოზა გვჭირდება. „დიდ შვიდეულსა“ და „დიდ ოცეულს“ შეუძლიათ ეს შესაძლებელი გახადონ,“- განაცხადა ჯანმოს-ს ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, გაერთანებულ სამეფოში გამართულ სამიტზე „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, 2022 წლის ბოლომდე მსოფლიოს ქვეყნებს ვაქცინების 1 მილიარდ დოზას გაუნაწილებენ.